თეგებით ძიება

სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია იმართება

"თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - ამ სახელწოდებით კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

5 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტის ამოქმედებისკენ მოუწოდებს.

"შევეცდებით, რომ ჩვენს ირგვლივ გავაერთიანოთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ბერკეტები. საზოგადოებაც შემოგვიერთდება, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, საქართველოს პრობლემაა და ყველა უნდა გავერთიანდეთ,"- აცხადებს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, 5 თებერვალს ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა