თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე -„კომენდანტის საათის“ გაუქმების საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება

„კომენდანტის საათის“ გაუქმების საკითხი, ამ ეტაპზე, არ განიხილება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდ-აფეთქებას.

“დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი შემცირება შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა, ეს უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. უნდა დავუკვირდეთ ხვალინდელი შემსუბუქების შემდეგ სიტუაციას, როგორი იქნება, როცა გაიზრდება მობილობა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი და მეტრო ამუშავდება.

მოგეხსენებათ, მომავალი ორშაბათიდან ასევე სერიოზულად გაიზრდება კიდევ მობილობა, როცა სკოლებში სწავლა დაიწყება და ამის შემდეგ იმის მიხედვით, თუ შევინარჩუნებთ იმ ეპიდსიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს შემდგომ ნაბიჯზე უკვე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს და ინციდენტობის მაჩვენებელიც, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვში ის 400 შემთხვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ბევრია, ამიტომ ამ მონაპოვარს, რაც გვაქვს ახლა სტაბილიზაციისკენ უნდა გავუფრთხილდეთ. პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდ შეკრებებს, არა დიდ ნადიმებს - აი ეს ჩვენ დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს”, - აცხადებს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა