თეგებით ძიება

დღეიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი.

თბილისში ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

ამასთან, მგზავრებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება.

დედაქალაქის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში, არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა ან თუ ვინმე ტრანპოსრტში მოიხსნის პირბადეს. კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა