თეგებით ძიება

ე.წ. ბასლაინებზე კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება.

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. 8 თებერვლიდან აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება, ხოლო კერძო სატრანსპორტო საშუალებები ე.წ. ბასლაინებში გადაადგილებისას დაჯარიმდებიან“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნუციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა