ნადირობა მოსწონს, მაგრამ ნანადირევს არ „ჭამს“ - 7 ტიპის ქალი, რომელიც თავად ქმნის საკუთარ მარტოობას
უყურებ მათ და გიკვირს - როგორ შეიძლება, რომ ასეთი ლამაზი და ჭკვიანი ქალი მარტოა? როგორ და მან თავისი მარტოობა თავად შექმნა. ნახეთ ქალების 7 ტიპი, რომელიც ნებით თუ უნებლიედ საკუთარი მარტოობის მიზეზი ხდება.
1. ქალი, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რაც არ აქვს
მას მხოლოდ ნადირობის პროცესი მოსწონს და როგორც კი სასურველ მამაკაცს მიიღებს, მის მიმართ ინტერესს კარგავს და ადრენალინის სხვა წყაროს ეძებს. ამ ტიპის ქალს მამაკაცი მანამდე აინტერესებს, სანამ სხვისი და მიუწვდომელია. უმეტეს შემთხვევაში, ქალი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ფაქტია, როგორც კი მამაკაცისგან საპასუხო გრძნობას იღებს, მაშინვე წყინდება.
2. ქალი, რომელსაც იდიოტები იზიდავს
თითოს არავის სურს ისეთი ადამიანი შეიყვაროს, ვინც ცუდად მოექცევა, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. ქალი, რომელიც მუდმივად ცდილობს ისეთი მამაკაცის ყურადღების მიპყრობას, რომელსაც არ აინტერესებს, მარტოობისთვის განწირულია. ეს არ ნიშნავს, რომ მას დაბალი თვითშეფასება და გარკვეული სახის კომპლექსები აქვს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კარგ ბიჭებს არ აძლევს შანსს.
3. ქალი, რომელიც ყველა მამაკაცს მოსწონს
ამ ტიპის ქალს ერთდროულად რამდენიმე კაცი ურეკავს. ის ყველასთვის სასურველია და ეს შემთხვევით არ ხდება. ის მართლაც ლამაზი და მიმზიდველია და კაცებს ადვილად ხიბლავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მამაკაცები მისთვის სასურეველები არიან. ასეთმა ქალმა უბრალოდ არ იცის რა უნდა მოუხერხოს იმ ყურადღებას, რომლითაც მამაკაცები ანებივრებენ. უბრალოდ ღირსეულის არჩევა არ შეუძლია და საბოლოოდ მარტო რჩება.
4. ქალი, რომელსაც გონია, რომ არავის მოსწონს
მაშინაც კი, თუ რესტორანში მყოფს, გვერდით მაგიდასთან მჯდომი მამაკაცი „თვალებით ჭამს“ ამ ტიპის ქალს ჰგონია, რომ მის უკან მჯდომ ქალს უყურებენ. არა თავდაჯერებულობა არ აკლია, უბრალოდ არ ესმის მამაკაცების და მათ მინიშნებებს ვერ ხვდება.
5. ქალი, რომელიც ყველა მამაკაცს ყოფილს ადარებს
შეიძლება ისევ ყოფილი უყვარს ან ნამდვილად სძულს, მაგრამ ნებისმიერ თაყვანისმცემელს ყოფილთან ადარებს. მეორე მამაკაცთან მუდმივი შედარება კი არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს და ურთიერთობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავს.
6. ქალი, რომელიც სამუშაოზე დამოკიდებულია
მან თავად გადაწყვიტა სამსახურზე დაქორწინება. მას უყვარს თავისი კარიერა, ამიტომ პირად ცხოვრებაზე არც კი დარდობს. თუნდაც შესანიშნავ მამაკაცს შეხვდეს, მისთვის სამსახური მაინც პირველ ადგილზეა და არაფერის შეცვლა არ სურს. მისი ერთადერთი სურვილია, რომ ისეთ მამაკაცს შეხვდეს, რომელიც სწორედ ასეთს - სამსახურზე შეყვარებულს მიიღებს. ეს კი ადვილი არაა.
7. ქალი, რომელსაც ყველა უყვარს, ვინც მასზე შეყვარებულია
ამ ტიპის ქალს მამაკაცი მისი პიროვნული თვისებების კი არა, იმის გამო უყვარდება, რომ ის უყვარს. თუმცა არ აღიარებს, რომ მოსწონს ყურადღება და მოითხოვს მას. ასეთ ქალს მოსწონს, როგორ ზრუნავს მასზე მამაკაცი, როგორ ანებივრებს და აღმერთებს. მას ურთიერთობა ხიბლავს და სულ არ აინტერესებს, ვისგან მომდინარეობს ის. მაგრამ ბოლოს ხვდება, რომ მარტოობისთვის განწირულია.