„მე დავიბადე სულში ჩასახლებული დემონით...“ - სერიული მკვლელების ყველაზე საზარელი წერილები
სერიულ მკვლელებზე გადაღებული ფილმების ფინალურ სცენებში, ხშირად აჩვენებენ იმ მიზეზებს, თუ რამ უბიძგა ამ ადამიანებს ჩაედინათ ასეთი საშინელი დანაშაულები. როგორც აღმოჩნდება, ეს ზოგჯერ მძიმე ბავშვობიდან მოდის, ზოგჯერ ამის მიზეზია წყენა ან უიღბლო სიყვარული... როგორც აღმოჩნდა, ეს მიზეზები სულაც არ გახლავთ მხოლოდ ფილმის სიუჟეტისთვის მოგონილი და ხშირად სერიულ მკვლელებს მართლაც აქვთ გარკვეული მიზეზები იმისთვის, რასაც სჩადიან. ამაზე კი სწორედ მათ მიერ დაწერილი წერილები მეტყველებენ. მოდით, გავეცნოთ რამდენიმე მათგანს:
დონალდ ჰარვი
70-80-იან წლებში ჰარვი ოჰაიოსა და კენტუკის საავადმყოფოებში დამლაგებლად მუშაობდა. იქ მან მოწამლა 30 პაციენტი. სანამ პოლიცია მის კვალზე გასვლას და დაჭერას შეძლებდა, ჰარვის ერთ-ერთმა კოლეგამ მას „სიკვდილის ანგელოზი“ შეარქვა, რადგან შენიშნა, რომ ერთი შეხედვით წყნარი და მშვიდი დამლაგებელი რატომღაც გამუდმებით იმ ადგილას აღმოჩნდებოდა, სადაც იღუპებოდნენ ადამიანები.
„ღმერთო, მომეცი მე ძალა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, მომეცი ნებისყოფა შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შემიძლია და მომეცი გონი, რომ დავმალო იმ ადამიანების ცხედრები, რომლებიც დავხოცე იმისთვის, რომ მათ მე წყობიდან გამოვყავდი“, - ეს არის ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც ჰარვიმ 1998 წელს, ციხიდან გააგზავნა.
ჰენრი ჰოლმსი
ზუსტად არავინ იცის რამდენი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ჰოლმსმა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მხოლოდ 27 მკვლელობა აღიარა , არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ მას მოკლული ჰყავდა 200-მდე ადამიანი. მკვლელობების უმრავლესობა ჰოლმსმა იმ სასტუმროში ჩაიდინა, რომელიც თავად ააშენა და სადაც უამრავი სასიკვდილო ხაფანგი ჰქონდა მოწყობილი.
„მე დავიბადე სულში ჩასახლებული დემონით და არ შემეძლო არ ვყოფილიყავი მკვლელი, ისე, როგორც მომღერალს არ შეუძლია სიმღერის გარეშე“, - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ჰოლმსმა ციხიდან გაგზავნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ეს აღსარება უნდა გამოქვეყნებულიყო მხოლოდ Philadelphia inquirer-ში.
ალბერტ ფიში
იგი თოვლის ბაბუას უფრო ჰგავდა, ვიდრე სერიულ მკვლელს, მაგრამ მხოლოდ სერიული მკვლელი როდის იყო, არამედ ბავშვების გამტაცებელი და ამავდროულად კანიბალიც. მიუხედავად იმისა, რომ ფიშმა თავიდან მხოლოდ 3 მკვლელობა აღიარა, მოგვიანებით დაადასტურა რომ გაიტაცა და მოკლა დაახლოებით 100 ბავშვი.
„მე მას ყელში ხელი წავუჭირე და მანამ ვგუდავდი სანამ არ მოკვდა. შემდეგ დავჭერი წვრილ ნაჭრებად, რათა შეუმჩნევლად შემეტანა ხორცი ჩემს ოთახში. ისე, რომ ხორცის მომზადება და ჭამა შემძლებოდა. როგორ ტკბილად იწვოდა მისი პატარა უკანალი ღუმელში. 9 დღე დამჭირდა მთელი ხორცის შესაჭმელად...“ - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც ფიშმა 1934 წელს, ანონიმურად გაუგზავნა 10 წლის მსხვერპლი გოგონას ოჯახს, წერილში ფიში დაწვრილებით არწერდა მკვლელობის პროცესს.
ჯეკ მფატრავი
ეს იდუმალი სერიული მკვლელი ძირითადად მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე ნადირობდა. მის მიერ ჩადენილი ყველა მკვლელობა ერთმანეთის მსგავსი იყო. ის ქალებს ჯერ ყელს ჭრიდა, შემდეგ კი მუცელს ფატრავდა და შინაგან ორგანოებს აჭრიდა. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მფატრავს ქირურგიული გამოცდილება ჰქონდა.
„ლუდის ბოთლში მოვაგროვე ცოტაოდენი სისხლი ჩემი ბოლო „ნამუშევრისგან“, რათა ეს წერილი დამეწერა, მაგრამ სისხლი გახდა ბლანტი, როგორც წებო და ვერ შევძელი. ამიტომ მის ნაცვლად წითელი მელანი გამოვიყენე... ჰა-ჰა-ჰა...“ - ეს წერილი ლონდონის მთავარმა საინფორმაციო სააგენტომ მიიღო. წერილთან ერთად იყო ადამიანის თირკმლის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ მსხვერპლს ეკუთვნოდა.
ნაჯახიანი მკვლელი ნიუ ორლეანიდან
ამ საზარელმა სერიულმა მკვლელმა 1918 წლიდან 1919 წლამდე პერიოდში 8 ადამიანი მოკლა. რაც ყველაზე საზარელია ის ამ ადამიანებს ნაჯახით კლავდა, თან ისე რომ მკვლელობის იარაღი თავად მსხვერლს ეკუთვნოდა. დღემდე უცნობია ვინ იყო ეს საშინელი მკვლელი, მას ყველა ნაჯახიანი მკვლელის სახელით იცნობს.
1919 წლის მარტში მან ახალი ორლეანის რამდენიმე გაზეთში დააგზავნა წერილები, სადაც წერდა, რომ დახოცავდა ქალაქის ყველა მაცხოვრებელს, გარდა იმ ადამიანისა, ვინც 19 მარტს, შუაღამემდე 15 წუთით ადრე ჯაზს მოუსმენდა. რა გასაკვირია, რომ იმ ღამეს ნიუ ორლეანში ყველა სახლიდან ჯაზის ჰანგები ისმოდა. რა თქმა უნდა, მკვლელმა პირობა შეასრულა და იმ ღამემ მსხვერპლის გარეშე ჩაიარა.
„მე დავხოცე ათასობით მოქალაქე იმიტომ, რომ მჭიდრო კავშირში ვარ სიკვდილის ანგელოზთან“, - დაწერა თავის წერილში სერიულმა მკვლელმა.
გერი ლეონ რიდჟუეი
მის სახელზე 49 დადასტურებული მკვლელობაა, თუმცა თავად აღიარა რომ 70-ზე მეტი ადამიანი დახოცა. გერი ქალებს და გოგონებს ხოცავდა, ძირითადად მეძავებს, ან უსახლკაროებს, რომლებსაც ძებნას დიდი ხანი არავინ დაუწყებდა. დანაშაულების დიდი ნაწილი მან თავის სახლში ჩაიდინა, ნაწილი კი მანქანაში ან მიუვალ ადგილებში.
„ღმერთს ვევედრებოდი, რომ მკვლელობის ჩადენის სურვილი არ მქონოდა. მე იძულებული ვიყავი ამით მეცხოვრა წლობით. ვიტანჯებოდი. ვიყავი როგორც ალკოჰოლიკი, რომელიც დროებით ახერხებს სასმელისთვის თავის დანებებას, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდება საშინელ ჩვევას“, - ეს წერილი მისწერა მან 2001 წელს თავის ცოლს. წერილში აღიარა ყველაფერი, რაც კი ჩადენილი ჰქონდა.
ჯონ ჯორჯ ჰეიგი (მკვლელი მჟავას აბაზანით)
40-იან წლებში ჰეიგმა 6 ქალი მოკლა, ხოლო მათი გვამები მჟავაში მოათავსა და გაანადგურა. დადიოდა ხმები, რომ ბრიტანელმა მკვლელმა ეს შეკვეთით გააკეთა, რათა თამაშისას დაგროვილი ვალი გაესტუმრებინა. სასამართლოზე მან გიჟის როლი გაითამაშა. ის დამსწრე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ვამპირია და ადამიანებს იმისთვის კლავს, რათა სისხლი დალიოს. სასამართლომ ჰეიგის სიტყვები არ ირწმუნა და მას ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ჩამოხრჩობამდე რამდენიმე დღით ადრე მკვლელმა მეგობარ გოგოს ციხიდან წერილი მისწერა.
„თუ მკითხავ თავი რატომ არ მოვიკალი, გეტყვი: რა თქმა უნდა მე ამის მილიონი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ ეს იდეა თავშიც კი არასდროს მომსვლია - საკუთარი თავიდან ერთი თმის ღერის ჩამოგდებასაც კი ვერ შევძლებ ვერასდროს...“ - წერდა სერიული მკვლელი, რომლის კისერზეც უამრავი ადამიანის სიცოცხლეა.
ალექსანდრე პიჩუშკინი
ის მოსკოვში, 1991-2006 წლებში ჩადენილი მკვლელობების გამო დაიჭირეს. მან 50-დან 60-მდე ადამიანი დახოცა. ყველა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა და განაცხადა, რომ სულ 64 ადამიანის მოკვლას აპირებდა, ჭადრაკის დაფაზე არსებული უჯრების რაოდენობის შესაბამისად.
„მიყვარხარ, დედა! ჩვენ სისხლით და ხორცით ერთიანები ვართ...“, - ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც პიჩუშკინმა ციხიდან გაუგზავნა დედას, რომელიც ფაქტობრივად მისთვის ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო.