თეგებით ძიება

როგორ ვიპოვოთ სიყვარული, რომელზეც ვოცნებობთ

თუ მეორე ნახევარს ვერ პოულობთ და უიმედობის განცდა გეუფლებათ, სიცარიელის პანიკურად შევსებას ნუ ეცდებით. თქვენთვის შესაფერის ადამიანს სწორედ მაშინ შეხვდებით, როცა სიყვარულის ძიებას შეწყვეტთ და საკუთარ თავზე კონცენტრირდებით. სწორედ ასე ხდება ყველაფერი.

თუ ყოველდღიური საკითხებით დაკავდებით და ცხოვრების ყოველი წუთით ისიამოვნებთ, ამით მიიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში სიყვარულს.

მიზიდულობის კანონი გვეუბნება, რომ დროის ყოველ კონკრეტულ პერიოდში მხოლოდ იმას მივიზიდავთ, რის მიღებაც ამჟამად ნამდვილად შეგვიძლია. ჩვენკენ მოვიზიდავთ ადამიანებს, რომელთა ვიბრაციაც ჩვენთან რეზონანსში მოდის.

ამიტომ, თუ გეჩვენებათ, რომ საქმე მხოლოდ შეუმდგარ პიროვნებებთან გაქვთ, დროა, თქვენი ვიბრაცია გაზარდოთ. გამოეცით მაღალი სიხშირის სიყვარულის, სამყაროსა და ჰარმონიის ვიბრაციები. მაშინ მიიზიდავთ ანალოგიური ვიბრაციების მქონე ადამიანებს.

თუ მოთმინება არ გყოფნით, ვერ განიცდით ბედნიერებას და ჰარმონიას, მაშინ ცხოვრების გზაზე მხოლოდ ისეთ პიროვნებებს შეხვდებით, ვინც ბედნიერებას ვერ მოგიტანთ.

თუ თქვენს ცხოვრებაში კარგი არაფერი ხდება, მოწყენილი და იმედგაცრუებული ხართ, ეს ზრდის ისეთ ადამიანებთან შეხვედრის რისკს, რომლებიც თქვენ გამოყენებას ეცდებიან.

თავი დაანებეთ საკუთარი თავის სიბრალულს. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით. ისიამოვნეთ განმარტოებით, ვიდრე ამის საშუალება გაქვთ. მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ, შეიყვარეთ თავი და თქვენი ცხოვრება. ნუ შეედრებით სხვებს.

უარყავით შიში, შური, ეჭვიანობა, დაუკმაყოფილებლობა, მწუხარება და ყველაფერი, რაც ხელს გიშლით სასურველის მიღებაში.

შეავსეთ თქვენი ცხოვრება სიხარულით, ბედნიერებით, სიმშვიდით, ჰარმონიითა და სიყვარულით. მაშინ ნახავთ, რაც მოხდება. თქვენ ნამდვილი მაგია გელოდებათ.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა