თეგებით ძიება

თენგიზ ცერცვაძე - საქმე ისე მიდის, ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას

საქმე ისე მიდის, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ეშინია, რომ გაბოროტებულმა ადამიანებმა რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს.

„აი, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ მე ძალიან მეშინია იმის, რაც გუშინწინ მოხდა, იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს კოვიდს, რომ ასე მინიმუმამდე დავიდა ინფიცირების შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ, რაც დაავადების აფეთქებას გამოიწვევს. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, - განაცხადა ცერცვაძემ მედიასთან.

მისივე თქმით, ადამიანებს, რომლებიც გამოდიოდნენ დაუმორჩილებლობის აქციაზე, არ აინტერესებთ ქვეყანაში პანდემიის დამთავრება, მათი ამოცანა იყო, არეულობის პროვოცირებით მიეღწიათ ეპიდსიტუაციის გაუარესესებისკენ.

„მე ყოველთვის ღიად ვაცხადებდი, მომხრე ვარ შეზღუდვების დაჩქარებული მოხსნის, მაგრამ აუცილებლად ეტაპობრივად და ეპიდსიტუაციის მიხედვით. საბედნიეროდ, ბოლო დღეებში ქვეყანამ დიდი ძალისხმევით მოახერხა ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. დღეს საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები შეზღუდვების ქალაქი და ქვეყანა ევროპასა და ამერიკაში. მაგალითად, საფრანგეთში კომენდანტის საათი 18:00 საათიდან იწყება. ინგლისში, გერმანიაში, სხვაგან მოქალაქეს უფლება არ აქვს, საშვის გარეშე გამოვიდეს ბინიდან. ამიტომ, რომის პაპზე მეტი კათოლიკები ნუ ვიქნებით და ნუ მოვინდომებთ იმაზე მეტს, რასაც ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე იძლევა. დღეს გვაქვს საშუალება, შევირგოთ ის შეზღუდვების მოხსნა, რომელიც გატარდა და პირველ რიგში, ძალიან დიდი საქმე იყო, რომ ტრანსპორტი ამოქმედდა. შემდეგ იგეგმება საკლასო ოთახებში სწავლის განახლება, რესტორნების გახსნა და ფაქტობრივად რჩება „კომენდანტის საათი“, – განაცხდა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა