თეგებით ძიება

თენგიზ ცერცვაძე - მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ქვეყნის მიერ „კოვიდის“ წარმატებით მართვა, ისეთი რამ არ მოიმოქმედონ, რაც გამოიწვევს დაავადების აფეთქებას

მეშინია, გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს ქვეყნის მიერ „კოვიდის“ წარმატებით მართვა, ისეთი რამ არ მოიმოქმედონ, რაც გამოიწვევს დაავადების აფეთქებას, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემია არ არის ერთი რომელიმე ქვეყნის გამოწვევა, ეს მსოფლიო გამოწვევაა.

„როგორც ცეცხლთან, ისე არ შეიძლება პანდემიასთან თამაში, ვიწრო პარტიული ამბიციების გავლენების ქვეშ. აქ ყველა უნდა ვიყოთ პრინციპული, თანმიმდევრულ და უნდა ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც საჭიროა. ისე მიდის საქმე, რომ ყველაფერი ძალიან მალე უნდა გაიხსნას, სადღაც ორ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, მაგრამ ძალიან მეშინია იმისი, რაც გუშინწინ მოხდა. მე ძალიან მეშინია, რომ იმ გაბოროტებულმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ გადაიტანეს, რომ ქვეყანა ასეთი წარმატებით მართავს „კოვიდს“ და მინიმუმამდე დავიდა „კოვიდის“ შემთხვევა, რამე არ მოიმოქმედონ ისეთი, რომელიც გამოიწვევს აფეთქებას დაავადებისას. თუ ეს არ მოხდება, ყველაფერი ძალიან მალე გაიხსნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა