თეგებით ძიება

“მისტერ ვალენტინს” ეკა ბესელიაც აირჩევს

მისტერ ვალენტინი წელს 26 თებერვალს ჩატარდება. კონკურის ჟიურის წევრთა შორის იქნება პოლიტიკოსი ეკა ბესელიაც. ამის შესახებ პროექტის დამფუძნებელმა, გიორგი მასხულიამ „პრაიმამბებთან“ განაცხადა.

„კონკურსი თბილისში ჩატარდება, 15 კონკურსანტი დავტოვეთ დანარჩენი დაიცხრილა. ახლა კიდე ველოდებით 12 რიცხვამდე გრძელდება ქასთინგი“,- ამბობს გიორგი მასხულია.

როგორ დაითანხმე ზურა ყიფშიძე და ეკა ბესელია ჟიურის წევრები რომ გამხდარიყვნენ?

– ზურა ყოველთვის მეგობრობს ჩვენთან და ჩვენ ვთანამშრომლობთ. ეკაც ყოველთვის ჩემს გვერდით არის, ვმეგობრობთ. ნათესაური კავშირი არ გვაქვს, უბრალოდ წარმოშობით სენაკელია და წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ასევე ჟიურიში იქნება თამუნა ამონაშვილი და ეკა კვალიაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა