თეგებით ძიება

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ხანძარია

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

„დაშავებული არავინ არ არის. ცეცხლი სხვა მაღაზიებში არ გავრცელებულა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამშველო ეკიპაჟი“, – აცხადებენ საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა