თეგებით ძიება

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთსართულიან შენობაში ხანძრის ჩაქრობა დროულად მოხერხდა და გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საფრთხეც აღიკვეთა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. ცეცხლი გავრცელებული იყო ტანსაცმლის მაღაზიაში და იყო გვერდით მდებარე მაღაზიებზე გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველებმა ერთსართულიან შენობაში გაჩენილი ცეცხლი დროულად ჩააქრეს. ამ დროისთვის ადგილზე ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი" - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა