თეგებით ძიება

მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„15 თებერვალს უკვე სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან. მთავარს მინდა გავუსვა ხაზი, ეს დიდი მიღწევაა, ძალიან სასიხარულო, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს, საკლასო ოთახებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს, რომ აღარ მოგვიწიოს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს, პირბადეების თემას ვამატებთ. ჩვენ დეტალურად გავივლით პროტოკოლს, ამჯერად მშობლებმა უნდა გამოიტანონ თავიანთ შვილებს პირბადე, დეტალური პროტოკოლი შემუშავდება, დაურიგდება სკოლებს, რასაკვირველია, გამოქვეყნდება და რაც მთავარია, სკოლებს კომუნიკაცია ექნებათ მშობლებთან. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ის, რაც მოსალოცი ამბავია, რომ სასწავლო პროცესი უბრუნდება ბუნებრივი გარემოს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს შევინარჩუნოთ და აღარ მოგვიწევს ისევ დისტანციური ფორმატზე გადასვლა“, – განაცხადა ჩხენკელმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა