ვაქცინის გაკეთების მსურველი მოსახლეობის 40-47%-ია - თამარ გაბუნია
„40-დან 47%-მდე მოსახლეობის ფიქრობს, რომ ვაქცინაცია არის გამოსავალი. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. სამედიცინო პერსონალშიც კი არ არის ეს მაჩვენებელი 100%-იანი, ამდენად ვფიქრობთ, რომ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და საინფორმაციო კამპანია იქნება უფრო აქტიური, რადგან შედეგების დანახვის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა ვაქცინაციის მიმართ დადებითად“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შესახებ კამპანიის გააქტიურება თებერვლის ბოლოდან დაიწყება, როცა ვაქცინის პირველი პარტია შემოვა ქვეყანაში.