თეგებით ძიება

ეფქტურია თუ არა ერთჯერადი ხელთათმნის ტარება პანდემიის დროს

ხელთათმანების ტარებაზე უფრო ეფექტური საშუალებაა დეზინფექცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოფისებში დეზინფექცია და ხელის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით უფრო ეფექტური საშუალებაა, ვიდრე ხელთათმნის გამოყენება.

„სამედიცინო პირობებში, რა თქმა უნდა, სამედიცინო ხელთათმნის ტარებას აქვს თავისი სამედიცინო დანიშნულება. ოფისებში დეზინფექცია, ხელის დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით, არის უფრო ეფექტური საშუალება. ხელთათმნის გამოყენებაც, თუ სწორად იქნა გამოყენებული შესაძლებელია, თუმცა ჩვენ მას რეკომენდაციას ისე მყარად არ ვუწევთ, როგორც ხელის დაბანას და დამუშავებას სადეზინფექციო ხსნარით, ეს არის უპირატესი. ხშირად ხდება, ხელთათმნის ტარების პირობებში ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის დაცული და კონტაქტური გზით შესაძლოა გავრცელდეს ვირუსი. მოჰკიდოს ხელი რაღაც ისეთს, რის შემდეგაც სახეზე ან თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, დაინფიცირდეს. თუ ხელთათმანს ხშირად გამოიცვლით, როგორც სამედიცინო გარემოში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თავისი წესით, თუ არა, მაშინ ხელის დაბანა და დეზინფექცია არის უპირატესი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა