თეგებით ძიება

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის

ალერგია საყურადღებოა და ადამიანის მდგომარეობა უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩაუტარდება. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული მოვლენები მოსალოდნელი არ არის, - ეს განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიასთან გააკეთა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც დეტალურადაა განსაზღვრული, რა შეკითხვები უნდა დაისვას, მდგომარეობის შესაფასებლად ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. ამ მიმართულებით კლინიკებში ტრენინგი დაწყებულია“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის მწარმოებლებისგან დეტალურ საინფორმაციო პაკეტს მიიღებს. „ფაიზერისა“ და „ასტრა ზენეკას“ ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი. ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეშვეობით გახდება ცნობილი. საინფორმაციო პაკეტში დეტალურადაა გაწერილი ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციისას ალერგიული მოვლენები არ დაფიქსირებულა. „რისკები მინიმალურია, მაგრამ მზაობის უზრუნველყოფისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა