თეგებით ძიება

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ გაზრდის შემდეგაც

ბავშვობის მოგონებები ბევრისთვის ბუნდოვანია, თუმცა არის ფაქტები, რაც მათ სულ ემახსოვრებათ. შეიძლება ბევრი რამ ახლა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე ნათელი და ბედნიერი მომენტი იყოს ცხოვრებაში.

გახსოვთ თქვენი მეგობრების მიერ მოყოლილი ბავშვობის მოგონებები? რა ინახება მათში? მაგალითად, ახსოვთ დედის სახე მამის დაკრძალვისას, წყენა ბაბუაზე, რომელიც სამსახურის გამო მათ სპექტაკლზე ვერ მივიდა, საოჯახო მოგზაურობის დროს მშობლების ბედნიერი სახეები... ზოგიერთი მოგონება ადამიანის ცხოვრებაში სულ რჩება, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.

აი რას გაიხსენებენ ბავშვები თქვენზე, როდესაც გაიზრდებიან:

დრო, რომელიც მათთან ერთად გაატარეთ
შეიძლება მათ სულაც არ ახსოვდეთ, რა აჩუქეთ დაბადების დღეზე ან რამდენი ნაყინი უყიდეთ. მაგრამ, თუ თქვენ ერთად ატარებთ დროს, ზიხართ კაფეში და გულწრფელად ურთიერთობთ ერთმანეთთან, ეს სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ის მომენტები, როდესაც ტელეფონზე უარი თქვით
ჩვენ ვცდილობთ, ბავშვის განვითარების არც ერთი მომენტი არ გამოგვრჩეს და ყველა მნიშვნელოვან დღეს მომარჯვებული გვაქვს ტელეფონი, ვუღებთ ფოტოებს. მაგრამ, მათ მნიშვნელოვან დღეებში ფაქტების ამ ფორმით შენახვა კი არა, ჩვენი ყურადღება სჭირდებათ.
ბავშვებმა იციან, რომ გვიყვარს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მათი თხოვნით გამოვრთავთ კომპიუტერს ან ტელეფონს გვერდზე გადავდებთ, გრძნობენ, რომ მათზე ვზრუნავთ და მათთან ყოფნა გვინდა.

შექება
სამყაროში ფრაზა "მიყვარხარ" ყველაზე კარგად ჟღერს და არ კარგავს თავის მნიშვნელობას. მაგრამ, არსებობს სხვა გზაც, თუ როგორ
შეგვიძლია ბავშვის მიმართ საკუთარი გრძნობები გამოვხატოთ: "ვამაყობ შენით", "ჩვენი ცხოვრება უკეთესი გახადე", "შენ კარგი მეგობარი ხარ". ეს ფრაზები ბავშვებს სულ ემახსოვრებათ და თქვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

როგორ პოულობთ გამოსავალს რთული მდგომარეობიდან
ცხოვრების რთულ პერიოდში - მაგალითად, მოულოდნელად ახლობლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების დროს, ზუსტად თქვენი სიტყვები და რთულ დროს გამოხატული გრძნობები ბავშვებს დაცულობის განცდას უყალიბებს. ეს მომენტი კი სამუდამოდ ემახსოვრებათ.

დრო, როცა მის გვერდით არ იყავით
ბავშვები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ იმ დროს, როცა მათ უნდოდათ, რომ მშობლები გვერდით ჰყოლოდათ, მაგრამ მათ გვერდით არ იყავით. თუმცა, ეს შეიძლება დამოუკიდებლობის განცდასაც უყალიბებდეს მათ.

ის მომენტი, თუ როგორ იქცევით თქვენ და თქვენი მეუღლე სხვებთან ან ერთმანეთთან
ბავშვები მაგალითს ძალიან ხშირად უფროსებისგან იღებენ. თუ თქვენ მათი თანდასწრებით არასასიამოვნო ფრაზებს ამბობთ ან კიცხავთ სხვას, ისინი თქვენს ქცევას იმახსოვრებენ და თვლიან, რომ ეს ნორმაა. თუ მეუღლის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავთ, ბავშვი სწავლობს ქცევის ამგვარ მოდელს მაშინაც კი, როცა თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევთ.

როგორ აკონტროლებთ თავს სტრესულ სიტუაციაში
ცხოვრებაში ყოველთვის სასიამოვნო დღეები არ არის და ბავშვები ზუსტად თქვენგან იღებენ მანერებს მათთვის რთულ იტუაციაში, მაგალითად, როდესაც სასკოლო პროექტი ან ვახშამი მზად არ არის. თუ თქვენ მათ აჩვენებთ, რომ სტრესულ მდგომარეობას მართავთ, როდესაც თქვენი შვილები გაიზრდებიან, ამ მეთოდით შეებრძოლებიან ცხოვრებისეულ სირთულეებსა და დაბრკოლებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ექნება განცდა, რომ რთულ მომენტებში თქვენი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს.


"მშობლები.ჯი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა