დათო ხუჯაძემ ცოლი მოიყვანა - ვინ არის მომღერლის რჩეული
მომღერალმა დათო ხუჯაძემ ცოლი მოიყვანა. რჩეულის, ეკა დალაქიშვილის ფოტოს მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მას თითზე ბეჭედი უკეთია.
მომღერლისთვის ეს პირველი ქორწინება არ არის, მისი პირველი ცოლი ნათია ონიანი იყო, რომლისგანაც შვილი ჰყავს.