თეგებით ძიება

ვინ არის მარტვილში ავარიის დროს დაღუპული მამაკაცი

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ გაჭედილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილობრივი მკვიდრი სოფელ ნახუნაოდან მერაბ სიგუა დაიღუპა. მასთან ერთად მანქანაში 38 წლის ვაჟა კორსავაც იმყოფებოდა. ამის შესახებ "პრაიმტაიმი" წერს.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა.

„გადავუღეთ რენტგენი, აქვს დაჟეჟილობები ბეჭის არეში. ვაკვირდებით დინამიკაში და მალე გაეწერება. როგორც თვითონ ამბობს, არც ერთ ტაძარში არ მსახურობს, თუმცა სასულიერო პირის ანაფორა აცვია“,- განუცხადა სააგენტოს მარტვილის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, გიორგი ხორავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა. მგზავრები სოფელ გაჭედილიდან დიდი ჭყონის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

შემტხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა