თეგებით ძიება

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სხვილოს ციხესთან აქცია იმართება

სხვილოს ციხესთან, ცხინვალის საოკუპაციო რეჯიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქციას ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" მართავს.

აქციის მონაწილეები თბილისიდან სხვილოს ციხისკენ, კოლონით მიემართებიან. აქციას გახელაძის ოჯახი არ უერთდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 2021 წლის 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა