თეგებით ძიება

"მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო" - 25 წლის გოგოს დახმარება სჭირდება

25 წლის სოფო ფირანიშვილმა კიბოსთან ბრძოლის მთავარი რაუნდი მოიგო და მას მერე გამუდმებით ცდილობს დაეხმაროს სხვა ონკოპაციენტებს. ახლა კი თავად არის ბრძოლის მეორე ეტაპზე და მას აუცილებლად სჭირდება საზოგადოების დახმარება.

„მე მქვია სოფო და ჩემი დიაგნოზია ძვლის კიბო, ოსტეოსარკომა (მესამე სტადია, ავთვისებიანი).

საკუთარ თავზე წერა, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება მიიღო, მით უმეტეს აღიარო, რომ “დიახ, შენ დახმარება გჭირდება”.

საკუთარი ონკო კლუბი მაქვს, სადაც უკვე 1800 ონკოპაციენტს ვაერთიანებთ, და მე ბევრჯერ მითქვამს, იცი რა, გაბედე, სთხოვე, იმიტომ, რომ სიცოცხლისთვის არაფერიც არ ტეხავს, მაგრამ ახლა ამას როცა საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, ისეთი უცნაური განცდა მაქვს…

მაგრამ ეს განცდა არაფერია, იმიტომ რომ წინა კაცი, უკანას ხიდია, იმიტომ, რომ ჩემამდეც უჭირდათ ამის გაკეთება ადამიანებს, და რასაც ახლა ვგრძნობ, არ იქნება უცხო მათთვის, მაგრამ ვინც მომავალში ჩემს სიტყვებს წაიკითხავს და იგივეს გაკეთება მოუწევს, ვიცი, რომ ძალას იგრძნობს და წინასწარ მიხარია.

ამიტომ მე თვითონ გადავწყვიტე დამეწერა, რომ ახლა აუცილებლად მჭირდება კვლევები, ახლა აუცილებლად უნდა წავიდე ისრაელში, ისრაელის მოქალაქეობის მიუხედავად, ჩემი დაზღვევა შეწყდა და დავჯარიმდი.

ჩემი დაავადება არის იშვიათი და საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომებს. თუმცა მთავარი ბრძოლა მოგებულია, და ამ რაუნდსაც თქვენი წყალობით მოვიგებ.

გმადლობთ, ადამიანებო, ამდენი სიყვარულისთვის, თქვენ ხართ ჩემი ძალა, და პასუხისმგებლობა, რომ დიახაც, ვიცოცხლებ”.

სოფოს დახმარება შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
თი-ბი-სი ბანკი
GE30TB7597445061100058

საქართველოს ბანკი
GE93BG0000000182651300

მიმღები სოფო ფირანიშვილი

ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა