თეგებით ძიება

ქობულეთში დაკრძალეს 14 წლის გოგო, რომელმაც სავარაუდო ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში დაკრძალეს 14 წლის გოგო, რომელმაც სავარაუდო ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა. დღესვე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის მამაკაცს, რომელმაც სავარაუდოდ, მოზარდთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

14 წლის გოგომ 9 თებერვალს სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევის შემდეგ დააკავეს ბრალდებული ვის წინააღმდეგაც ჩვენება გოგონას დეკემბრის დასაწყისში ჰქონდა მიცემული. გამოძიება სხვა შესაძლო ძალადობის საქმეზეც მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ გოგონას გარდაცვალების შემდეგ, შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ ქობულეთში 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა