თეგებით ძიება

"ჯაფარასთან" - ზურა ჯაფარიძემ ბარი გახსნა, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის პერიოდშიც იმუშავებს

"ჯაფარასთან" - ამ სახელწოდებით "გირჩი-მეტი თავისუფლების" თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ პოლიტიკური დაუმორჩილებლობის და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად, ბარი გახსნა, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის დროსაც იმუშავებს.

როგორც Facebook-ის ლაივში ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, ბარი ჯერ ჩვეულებრივ, შეფერხების გარეშე მუშაობს.

"ჯერჯერობით მშვიდობა გვაქვს, არავიინ ხმას არ გვცემს. აქ მოდიან სუს-ის თანამშრომლები და ფოტოებს გვიღებენ. მაგრამ ამის იქით არავინ არ წასულა.... ბარი მუშაობს, თუ რაღაც მოხდება ლაივს ჩავრთავ... ჩემი აზრით, ყველამ უნდა გააღოს და თქვას, რომ თუ "ჯაფარასთან" მუშაობს, მაშინ, ჩვენც უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს ფეისბუქ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა