საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 345 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, პისიარტესტით – 7 172.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 093გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 948ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 238 პირი.
ამასთან, 13 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 757 პაციენტი გამოჯანმრთელდა.