თეგებით ძიება

"ბავშვთან შეხება არ მქონია" - რას ამბობს 14 წლის გოგოს ბიძა

ქსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ოჯახი მედიასთან კონტაქტს წყვეტს და არ აკეთებს კომენტარს, იყო თუ არა ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა არასრულწლოვანზე. თუმცა, "მთავარი არხთან" მოზარდის ბიძა პასუხობს დედის ბრალდებებს და ბავშვის მიმართ მუქარასა და ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

"ეს არის ცრუ ინფორმაცია, საერთოდ შეხება არ მქონია ბავშვთან. მე პირადად და არც ჩემს ძმას. გამომძიებლებმა გაარკვიეს ყველაფერი, ბავშვზე ხელი არ არის დანადები. რაც მოხდა, გაირკვა. ბავშვთან შეხება არ მქონია. დედამისს აგებინეთ პასუხი ცრუ ინფორმაციაზე",- აცხადებს ამირან ცეცხლაძე.

ახლა წესით ის უნდა დადგინდეს, ვინ იძალადა ფიზიკურად ნინიზე - 23 წლის ნ.ტ.-მ, რომელსაც ოჯახი გაუპატიურებაში სდებს ბრალს თუ ნათესავებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ არასრულწლოვანი ასე უნდა დაესაჯათ. 14 წლის გოგოსთან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ პირს წინასწარი პატიმრობა 13 თებერვალს შეუფარდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა