თეგებით ძიება

მიტროპოლიტი ანდრია - ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება გარეჯის ტერიტორია არ იყოს საქართველოს საზღვრებში

დავით გარეჯზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს არა თუ დავა, არამედ აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ტერიტორია არ იყოს საქართველოს საზღვარში მოქცეული, - ამის სესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია (გვაზავა) აცხადებს.

ჟურნალისტებთან სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იყო სინოდის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა კონსულტაციები სპეციალისტებთან.

"სინოდს არ უხელმძღვანელია მამა კირიონეს მოსაზრებებით, არამედ სინოდის წევრებმა რამდენიმეჯერ მოისმინეს და მეც მათ შორის იმ კარტოგრაფების და სპეციალისტების მოსაზრება, მათი პოზიცია და მტკიცებულებები და ამას ეყრდნობა პირველ რიგში. მთავარია სურვილი, უპირველეს ყოვლისა, რომ დავით გარეჯზე ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს არა თუ დავა, არამედ აზრის გამოთქმა იმის შესახებ, რომ შეიძლება ეს ტერიტორია არ იყოს საქართველოს საზღვარში მოქცეული," – აცხადებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (გვაზავა).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა