თეგებით ძიება

მიხეილ სააკაშვილი - რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციას აქამდე აცილებდა კოვიდი და სიცივე, შემდეგი კვირებიდან აცილებს რამდენიმე მძლავრი აქტიურობა რეგიონებსა და თბილისში

რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციას აქამდე აცილებდა კოვიდი და სიცივე, შემდეგი კვირებიდან აცილებს რამდენიმე მძლავრი აქტიურობა რეგიონებსა და თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს, ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა.

„ვერავინ პარლამენტში ვერ შევა, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ყველას სახეში შეაფურთხებს, ვინც ამ ე.წ. პარლამენტში შევა. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის უზურპატორთა რაღაც ჯგუფი, რომელიც თავს უწოდებს პარლამენტს, ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ მიიღონ, საქართველოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. მივესალმები ნებისმიერ სისტემას, რომელიც ჩატარდება ელექტრონულად, სადაც არანაირი კომისიები, დამკვირვებლები აღარ დაგვჭირდება, უბრალოდ თითს დააჭერ. იქნება საერთაშორისოდ დაცული კომპიუტერული სისტემები და ჩვენ შევძლებთ ამ სისტემების მეშვეობით მთლიანად გამოვრიცხოთ გაყალბება. ეს არის ჩემი აზრი და იქ როგორ იქნება შიგნით გადანაწილება, ასეთი თუ ისეთი, ამას ქართველი ხალხი ჩამოყალიბდება ყველას ინტერესების გათვალისწინებით. მაქსიმალურად ფართო წარმომადგენლობით უნდა იყოს, მაგრამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს მსოფლიოში, უნდა გრძნობდეს, რომ ის მართავს საქართველოს და არა ერთი ჯგუფი, თუნდაც უფრო სიმპათიური პოლიტიკოსების.

ოპოზიციამ უკვე შეძლო, რომ არ შევიდა პარლამენტში, ეს მიღწევა იყო, ნამდვილად. ამის არდაფასება არ შეიძლება. რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციას აქამდე აცილებდა კოვიდის ძალიან დიდი მასშტაბი და სიცივე, შემდეგი კვირებიდან აცილებს რამდენიმე მძლავრი აქტიურობა რეგიონებში და ორი-სამი ძალიან მძლავრი აქტიურობა თბილისში. შემდეგ საქართველოში დაბრუნდება დემოკრატია და იქნება რიგგარეშე არჩევნები. ამაში დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა სააკაშვილმა.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა