თეგებით ძიება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პირველადი დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება კონკრეტულად რომელ მუხლებს შეეხება ცვლილება, დღეს შემუშავდება.

პარლამენტში დღეს სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართება, რომელზეც მიწვეულნი არიან საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საარჩევნო რეფორმაზე მუშაობს ყველა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა. დღევანდელ შეხვედრაზე ჯგუფი კონკრეტულ წინადადებებზე დაიწყებს მუშაობას. ცვლილებები, რომელმაც ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, ერთი თვის ვადაში მომზადდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა