დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმას აღნიშნავს
დღეს ქრისტიანული სამყარო მირქმის წმინდა დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
დღესასწაული აღდგენილი ძველი წესის - „ლამპრობის“ მიხედვით აღინიშნება, რომელიც სანთლების კურთხევასა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემოვლას გულისხმობს.
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.