თეგებით ძიება

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდა

ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლდა. ადგილზე იმყოფება მშენებელი გოგა ზაქაიძე, რომელიც აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა სასამართლომ აღუდგინა.

„მშენებლობის ნებართვა ჩვენ გვქონდა 2013 წლიდან, თუმცა მოქალაქეები და მერია გვიჩიოდა, რომ ეს ნებართვა იყო უკანონოდ გაცემული. 6-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ჩვენ მოვიგეთ პროცესი და სასამართლოსგან გვაქვს ნებართვა. არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადონ 20 მლნ ლარი იმაში, რომ აქ არ იდგას შენობა, რომელიც იყო 1958 წლიდან და ახლა ჩვენს ახალს ვაშენებთ“, - აღნიშნა გოგა ზაქაიძემ.
ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებმაც გოგა ზაქაიძეს განუმარტეს, რომ მას სამშენებლო სამუშაოების ნებართვა 2015 წლიდან აქვს შეჩერებული და თუ იგი სამუშაოებს არ შეწყვეტს 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

მუნიციპალურმა ინსპექციამ გოგა ზაქაიძეს სამუშაოების შესაჩერებლად გონივრული ვადა მისცა და მერიის წარმომადგენელთან შეხვედრა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის პოზიციით, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ნებართვა 2013 წელს უკანონოდ გაიცა, რის გამოც ადგილზე მშენებლობა დაუშვებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა