თეგებით ძიება

"ოცნებას" ჩემი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს"- მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია დღესაც აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" მისი დაჭერისა და ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვს.
"ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც საფუძველი არ აქვთ დაპატიმრების? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამის თავი არ აქვთ. არც ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი აქვთ,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარე ამ წუთებში ოპოზიციის იმ ნაწილს შეუიერთდა, რომელიც "ლეიბორისტულ პარტიაშია" შეკრებული და კონსულტაციას მართავს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა