თეგებით ძიება

"რატომ ბაქი-ბუქობენ?! კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ" - მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ქართულ ოცნებას თავი არ აქვს და მას ვერ დაიჭერენ.

მელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან უკვირს, "რატომ ბაქი-ბუქოდენ იმ საკითხზე".

"მივმართავ ივანიშვილის გუნდს, განსაკუთრებით მის დეპუტატებს და მურუსიძეებს და ჩინჩალაძეებს, ხომ იძახეს თქვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომ მელია გირაოს გადაიხდისო, ხომ არ გადავიხადე გირაო და ვთქვი, რომ არ გადავიხდი გირაოს და ვერ დამიჭერთ, ანუ ვინ აღმოჩნდა მართალი? მე თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერები ქართულ ოცნებაში? მე.

ამიტომ ახლა როდესაც ვამბობ, რომ ვერ დამიჭერთ, ვის უნდა დაუჯეროთ? თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს კი არ უნდა დაუჯეროთ, უნდა დაუჯეროთ მელიას. მელიას იცით რატომ ვერ დაიჭერენ? იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს სამართლებრივი. კობახიძე-გავრილოვი-მურუსიძე-კალაძის დასაჭერი ნამდვილად არ ვარ და ვერ დამიჭერენ", - განაცხადა მელიამ.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა