თეგებით ძიება

„თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან… თუ ვინმე მტერი გვყავს იმათკენ არიან“ – მეუფე იაკობი

“თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან”, – ასე პასუხობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” ბოლოდროინდელ ბრალდებებს საპატრიარქოსა და მღვდელმტავრების მიმართ.

“გავიხსენოთ 1917 წელი, ჯერ იყო რუსეთში გაფანტულმა მღვდელმთავრებმა მოიყარეს თავი საქართველოში და ავტოკეფალია გამოაცხადეს, ქვეყანამ დამოუკიდებლობა შემდეგ მოიპოვა. ამიტომ, ვინც იცის, რომ საქართველოს ძლიერება მისი ეკლესიის ძლიერებაზე გადის და უნდა, რომ საქართველო დამარცებული იყოს, უნდათ, რომ ეკლესიზე ცუდი ილაპარაკონ. რას გავს ის საქციელი, წარამარა გამოიყვანენ ხოლმე ვიღაც მკითხავებს, კერპთაყვანისმცემლებს და საუბრობენ, რომ პატრიარქი უნდა გადააყენონ პრორუსულმა მღვდელმთავრებმა, უკვე რამდენი სინოდია და ერთიანობას გამოხატავს სინოდი, პრორუსულებიც არიან, რუსებიც არიან და თუ ვინმე მტერი გვყავს თვითონ არიან იმათკენ”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის სხდომის წინ “რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ” პატრირქის მოსალოდნელი გადაყენების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა.

ასევე, იგივე ორგანიზაციამ გუშინ, 14 თებერვალს, მხარეების ნებართვის გარეშე, მეუფე ზენონისა და პატრიარქის მიმოწერა გაასაჯაროვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა