„გირჩის“ წევრებმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ნაადრევად დატოვეს
პარტია „გირჩის“ წევრებმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრა ნაადრევად დატოვეს. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა „მაესტროს“ ეთერში განმარტა, სხვა პარტიების წარმომადგენლებმა „გირჩის“ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.
„ჩვენ რამდენიმე კითხვა დავუსვით ჩვენს კოლეგებს. როგორც ჩანს, მათ ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხები. საუბარი არ ისურვებს და ჩვენ აზრი ვეღარ დავინახეთ, რომ დავრჩენილიყავით. ნიკა მელიასაც ეხებოდა, რა გეგმა ჰქონდათ თუ ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და ნიკა მელიას დაიჭერენ, მაშინ რას ვაკეთებდით. გვქონდა სხვა კითხვებიც იდეაში, რომელიც ეხება ჩვენთან მიმართებაში ურთიერთობას სხვა ოპოზიციური პარტიების. ჯამში, როგორც ჩანს, ამ ხალხს არ შეუძლია ლაპარაკი. ისინი არც ეთერებში სხდებიან ჩვენთან და აგერ, ფიზიკურად მოვედით და აქაც ვერაფერი გვითხრეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
ოპოზიციური პარტიების შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარეობს.