თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე: შესამჩნევად სტაბილურდება ეპიდვითარება

ეპიდსიტუაცია შესამჩნევად სტაბილიზირდება, მაგრამ ჯერჯერობით, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრამდე, როდესაც სრულად მწვანე ზონაში ვიყავით, ჯერ იმ მაჩვენებლამდე არ მიგვიღწევია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება რამდენიმე მაჩვენებლით განისაზღვრება.

„ქვეყანაში ეპიდვითარება განისაზღვრება რამდენიმე მაჩვენებელი, ეს გახლავთ პირველ რიგში ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა. 100 ათას მოსახლეზე ყოველდღიური და შემდეგ მისი საშუალო მაჩვენებელი ითვლება 7 და 14 დღის განმავლობაში, მეორე გახლავთ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე და შემდეგი გახლავთ დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც ახლა ჩვენ ვეყრდნობით და ჩვენ ზღვარი გავატარეთ 4 %-იან მაჩვენებელზე. ზოგადად ითვლება, რომ 5%-ზე დაბლა როდესაც ჩამოდის დადებითობის მაჩვენებელი, ეს ნიშნავს, რომ რეალურად არის დადებითი დინამიკა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისა და შეგიძლია თანდათან შემსუბუქების პოლიტიკაზე ფიქრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი. ასევე, რეანიმაციებში მყოფ პაციენტთა რაოდენობა და სასუნთქ აპარატზე მყოფი ადამიანების რაოდენობა. დღეს ყველა ამ მაჩვენებლით ჩვენი ეპიდსიტუაცია სტაბილიზირდება, მაგრამ ჯერჯერობით, ის მოცემულობა, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრამდე, როდესაც ჩვენ სრულად მწვანე ზონაში ვიყავით, ჯერ იმ მაჩვენებლამდე არ მიგვიღწევია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა