თეგებით ძიება

ისრაელში შექმნილი მედიკამენტის ეფექტიანობაზე საუბარი ჯერ ადრეა - თამარ გაბუნია

ჯერჯერობით ცოტა ადრეა ისრაელში შექმნილი მედიკამენტის ეფექტიანობაზე საუბარი. მან პირველი ფაზის. კვლევა გაიარა და ძალიან მცირე იყო ის ჯგუფი, სადაც ეს მედიკამენტი გამოსცადეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მედიკამენტს დიდი გზა სჭირდება, სანამ მისი გამოყება დაიწყება.

„ამ ეტაპზე რეალური გახლავთ ვაქცინა. სხვა ყველაფერი არის გარკვეულწილად გამოცდისა და მოლოდინის პერსპექტივაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა