თეგებით ძიება

„გამო შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!“ – საქართველოს მაშსტაბით, „1000 მშობლის მარში“ გაიმართება

„გამო შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!“ – საქართველოს მაშსტაბით, „1000 მშობლის მარში“ გაიმართება. ამის შესახებ Facebook-ში უკვე დაანონსდა.

„#გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, გამო!

#გამო – თქვი, #გამო – დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი. #მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.

26 თებერვალს, 17:00 საათზე შემოგვიერთდი „1000 მშობლის მარშზე“.

თბილისში მოდი ვარდების მოედანზე რათა კანცელარიის წინ სახელმწიფოს საჯაროდ გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნები:

შეცვალეთ
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შექმენით
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახადეთ
ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

#მომისმინე #პროტესტის100დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ რომ ცვლილებების დროა.

შემოგვიერთდით! პ.ს. სხვა ქალაქებიც მალე დაემატება და გაგაგებინებთ სად შევიკრიბებით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა