თეგებით ძიება

თამარ კორძაიამ სადეპუტატო მანდატის არშეჩერება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, თამარ კორძაიამ საპარლამენტო მანდატის არშეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრა.

"მე ვასაჩივრებ ინდივიდუალურად, თამარ კორძაიასთვის უარის თქმის დადგენილებას. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არ შედიან პარლამენტში, ყველას აქვს დაწერილი, მაგრამ, მე ამას მოვაყოლე სამართლებრივი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ვითვლი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელო, იმიტომ, რომ ვიყო თანმიმდევრული და დასაბუთებული მოქალაქეების წინაშე", — განაცხადა კორძაიამ On.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, მანდატების არშეჩერება ოპოზიციონერი დეპუტატების იმ ნაწილისთვის, ვინც არ აპირებს პარლამენტში შესვლას მათივე უფლებების დარღვევაა. თამარ კორძაია ამბობს, რომ პოლიტიკოსმა საკუთარი უფლებები თუ არ დაიცვა, ეს მის ბრძოლას პოლიტიკურ საფუძველს გაუნადგურებს.

"სამართლებრივ მექანიზმს ვიყენებ იმისათვის, რომ მე, როგორც პოლიტიკოსმა დავიცვა ჩემი საკუთარი უფლებები და ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენო, რომ კი არ ვაჩაგვრინებ თავს ძლიერ ქართულ ოცნებას და მოძალადე ქართულ ოცნებას, არამედ ვებრძვი მას. სხვანაირად, პოლიტიკურ საფუძველს საერთოდ გავანადგურებ, იმიტომ, რომ როგორ შეიძლება გჯეროდეს პოლიტიკოსის, რომელიც, პრინციპში, საკუთარ უფლებას ვერ იცავს და ჩაჰყვება ძალადობაში ქართულ ოცნებას", — განაცხადა თამარ კორძაიამ.

რესპუბლიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას იღებდა კოალიცია ძალა ერთობაშიასთან ერთად.

8 თებერვალს, მანდატის არშეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია გირჩი — მეტი თავისუფლებას ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც გაასაჩივრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა