თეგებით ძიება

მისი სიტყვები მიმართულია საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპის – მეუფე პეტრე პატრიარქს პასუხობს

კათოლიკოს-პატრიარქის დღევანდელ ქადაგებას, სადაც ის მეუფე პეტრეს სინანულისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მას, როგორც უძღებ შვილს ისე ელოდება, მეუფე პეტრე პასუხობს.

„ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და საშიშროება არსებობს, რომ ეს კერპი დაინგრეს. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ამ ნაწილის მისამართით არის გაკეთებული ეს განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა. მოწყალე მამა საპატიმროში არ ჩატოვებს მის შვილს და ყველაფერი რა განსაცდელშიც დღეს ეკლესიაა და რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს მიერ ხმის ამაღლება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში ბინძური დაკვეთით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა