თეგებით ძიება

მეუფე პეტრე ილია მეორეზე: ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ქადაგების საპასუხოდ განაცხადა, რომ ილია II თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი.

"თუ უნდა დავიჯეროთ რომ ჩვენს პატრიარქს დღევანდელი დღესასწაულის მადლი შეეხო და ის გულწრფელად საუბრობს, მაშინ არ უნდა დავიწყნოდა დეკანოზი მამალაძე, რომელსაც 4 წელია აწამებს ციხეში და სასიკვდილოდ გაიმეტა. გულმოწყალე პატრიარქი ჯერ საპყრობილიდან გამოიყვანს მის პირად პატიმარს და შემდეგ იფიქრებს თუ როგორ შეიძლება უძღები შვილის იგავის მამის მანტია მოისხას. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ეს განცხადება მიმართულია არა სახარებისეული სწავლების თანახმად, არამედ მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც სჯერა ამ ცბიერი კერპისა და ე.წ. საშიშროება არსებობს რომ ეს კერპი დაინგრეს. ამიტომ ამ საზოგადოების მისამართითაა გაკეთებული განცხადება და არა იმისათვის, რომ ის მოწყალე მამაა. ყველაფერი რამაც განაპირობა მეუფე პეტრეს ხმის ამაღლება და საჯაროდ მხილება, ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩასვეს ციხეში. დღეს ვინც ემსახურება უწმინდურობას და უსამართლობას, ვინც უსამართლოდ და უკანონოდ სჯის ადამიანებს, არანაირი უფლება არ აქვს იყოს სახარებისეული მამა. ის თავად არის უძღები შვილი, რომელსაც ელოდება ქრისტე ღმერთი, ასევე სინანულით, ჩემთან ერთად", - განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის ილია II-ის ქადაგების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რო ქადაგებისას, პატრიარქმა ილია მეორემ ყოფილ მიტროპოლიტი უძღებ შვილს შეადარა.

"მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება კურნავს ადამიანს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, გონებაში და მეუფე პეტრე თუ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა დადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს. ასე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს. ყველას გილოცავთ დღესასწაულს. ჩვენ ვლოცულობთ მეუფე პეტრესთვის და სხვა შეცდომილი მოძღვრებისთვის. წყალობა და მშვიდობა განკურნავს მათ“,- განაცხადა პატრიარქმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა