"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე
"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში მთავარი "ივენთი" მათი ჩხუბი იყოს.
ამის შესახებ მან ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა და განმარტა, რომ შეხვედრაზე მათ პარტიას ბოიკოტი გამოუცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი ჩხუბი იყოს მთავარი ივენთი ამ ქვეყანაში. ამისთვის აგერ თავმჯდომარეა გამზადებული. ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ, ყველას შეგვეცოდება.
დღევანდელ შეხვედრაზე ბოიკოტი გამოგვიცხადეს "გირჩს" სრულიად ოპოზიციურმა გაერთიანებამ - ჩემი აზრით, ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ოპოზიციური ძალა, თუ შეიძლება ვინმეს დაერქვას ამ ქვეყანაში ოპოზიცია.
მისივე თქმით, ოპოზიციას ჰგონია, რომ „გირჩი“ არის „ქართული ოცნება“.
"შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. არათუ პასუხები ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ. ჩემი აზრით, ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიცია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ოპოზიციური ძალა, თუ შეიძლება ვინმეს დაერქვას ამ ქვეყანაში ოპოზიცია. კითხვები რომ დავუსვით და გვითხრეს, არ გიპასუხებთო, ჩვენ დავსვით კითხვა, რომ ყველა ასე ფიქრობდა თუ არა და მხოლოდ ორმა ადამიანმა გაიქნია თავი - ერთი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და მგონი კახა კუკავასაც უნდოდა საუბარი, მაგრამ ვერ გაბედა ბოლომდე.
ჩვენ შევეცდებით, რომ დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მელიასთან დაკავშირებული სიტუაცია და თუ განვითარდა ისეთი სცენარით, როგორსაც ჩვენ ვვარაუდობთ, რომ განვითარდება, მოგვიწევს, რომ ორივე მხარისგან მაქსიმალურად გავემიჯნოთ როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისეთ არაჯანსაღ სიტუაციაში ვართ, რომ არ შეიძლება გქონდეს რაღაც ლოგიკური ნაბიჯების იმედი იმიტომ, რომ თუ ახლა დაიჭირეს მელია, ხომ ჩაშლილია ყველანაირი მოლაპარაკება და შესაბამისად, რას ველოდებით?! ეს კითხვა, ხომ ძალიან ლეგიტიმურია, რომ დაუსვა მთლიან ოპოზიციას, რომ თუ დაიჭერენ მელიას და ყველანაირ მოლაპარაკებას აზრი ეკარგება, რას ვაკეთებთ?! ოპოზიციას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“, რაღაც ცუდად გველაპარაკებიან“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.