რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს გერმანიაში სამუშაოდ გამგზავრების მსურველი
საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, სულ მცირე ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
ვაკანსიებია:
კულტივაცია;
მცენარეების დარგვა (დათესვა);
მცენარეების გაზრდა ყურძნის გასხვლა მიწის კულტივაცია;
დამუშავება ყურძნის მოსავლის აღება სატაცურის მოჭრა კენკრის მოსავლის აღება (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, სხვა);
ხილის მოსავლის აღება (ვაშლი, მსხალი, ბალი, ქლიავი, სხვა);
ბოსტნეულის მოსავლის აღება (კომბოსტო, პრასი, ბოლოკი, კიტრი, სხვა);
სალათებისა და სამკურნალო მცენარეების/მწვანილის მოსავლის აღება პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა საწყობში მუშაობა;
პროდუქტის დატვირთვა, ჩამოტვირთვა და ტრანსპორტირება;
პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა;
საწყობში მუშაობა;
ცნობისთვის: რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე – https://workabroad.moh.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს – 1505.