თეგებით ძიება

ხულოში სკოლა დაიწვა

ხულოს სოფელ კალოთაში სკოლის შენობა დაიწვა. ცეცხლი საღამოს საათებში სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა. "პირველი არხის" ინფორმაციით, შენობა მთლიანად დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხის შენობაზე ცეცხლი ძალიან სწრაფად გავრცელდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. არსებობდა მეზობელ სახლებზე ცეცხლის გადასვლის საშიშროება, თუმცა საფრთხე მოხსნილია. ადგილზე რჩება სამი სახანძრო ჯგუფი.

სოფელ კალოთის სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობს. აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრი მაია ხაჯიშვილი უკვე გაემგზავრა ხულოში სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, სკოლისთვის კი ალტერნატიული შენობა გამოიძებნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა