თეგებით ძიება

ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო სკოლები და ტრანსპორტია - მარინა ენდელაძე

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რათა შემთხვევებმა ისევ არ იმატოს და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გამკაცრება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებო სკოლები და ტრანსპორტია.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ მოგვცა საშუალება, დაანონსებულზე უფრო ადრე გახსნილიყო სკოლაში სწავლა, მაგრამ აქ ისმის უკვე კითხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა შევინარჩუნოთ ეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ისევ არ მოხდეს მნიშვნელოვანი მატება, ისევ არ მოხდეს ჩაკეტვა და რეგულაციების გაღრმავება.

ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა სკოლები და ტრანსპორტი. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ეს პირველ რიგში, ეხება მშობლებს. თუ კი მოხდება ის, რომ ბავშვს თუნდაც უმნიშვნელო სიმპტომი გამოუვლინდება, არ უნდა გაუშვან სკოლაში. ან თუ ოჯახის წევრს ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი. ასევე, საფრთხილოა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მინდა, ვურჩიო ყველას, ძალიან გადატვირთული ტრანსპორტით ნუ იმოძრავებენ. კორონავირუსი არსად წასულა და ის ჯერ ჩვენთან არის ისევ“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა