თეგებით ძიება

ნიკა მელია ოფისიდან ადევნებს თვალს პარლამენტში მისი შესაძლო დაპატიმრების საკითხის განხილვას

პარლამენტში, მისი შესაძლო დაპატიმრების საკითხის განხილვას ნიკა მელია ენმ-ის სათაო ოფისიდან ადევნებს თვალს. ოფისში შეკრებილი არიან ასევე პარტიის სხვა ლიდერები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში პროკურორ ამირან გულუშვილს შეკითხვებს პარლამენტის წევრები უსვამენ.

გულუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მოცემულ ვითარებაში "ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობაა".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დაინტერესდა, იმ ვალდებულებების გარდა, რასაც ნიკა მელიას აკისრებდა ელექტონული სამაჯური, კიდევ რა ვალდებულებები ჰქონდა კანონის წინაშე ენმ-ის ლიდერს.

შეკითხვების შემდეგ დეპუტატთა შეკითხვებს პროკურორი უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატები პროკურორის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 თებერვალს ერთპარტიული პარლამენტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის პროცედურას დაიწყებს. "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტს კიდევ ერთხელ მოუხსნის და პროკურატურას მის დასაკავებლად გზას გაუხსნის.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ამ დრომდე ამაოდ ელოდებიან საშვის დაშვებას ნიკა მელიას ადვოკატები, ხოლო სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან საოკუპაციო მავთულხლართი მიიტანეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ამ გზით აპროტესტებენ.


"მთავარი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა