თეგებით ძიება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 47 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 230 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფხაზეთში კოვიდ 19-ს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 12 106 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 765 და დაღუპულია 193 ადამიანი.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 მარტამდე გახანგრძლივდა. თუმცა, რეგიონში 15 თებერვლიდან საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის სკოლები გაიხსნა, 22 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში მე-5-11 კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა