თეგებით ძიება

მზად ვარ მელიას ჩემი ხელფასი გადავურიცხო - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მას 30 000 ლარი, რომელიც ნიკა მელიას გირაოს სახით დააკისრეს არ გააჩნია, თუმცა ის მზად არის პარლამენტის დეპუტატის ხელფასი მელიას გაუაურიცხოს.
ელისაშვილის თქმით, დეპუტისთვის უფლოებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ იმუნიტეტის მოხსნას, იმიტომ, რომ არ არის სწორი, როგორც არ უნდა გულზე არ გეხატებოდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური.

რაც შეეხება ნიკას, ამას წინათ ეთერით მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაოო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. 30 000 ლარი ზედმეტი არავის აქვს, მით უმეტეს მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 ათასი ლარი არ არის, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი, რამდენია. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობთ და ყველანი ვლაპარაკობთ, რომ აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შექმნილი სისტემის შედეგი", - უთხრა მედიას ელისაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა