თეგებით ძიება

მელიას ადვოკატებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ საჭირო არგუმენტები გაეჟღერებინათ - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანმა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის გაუქმებაზე მსჯელობენ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ენმ-ს თავმჯდომარის იურიდიულ წარმომადგელებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც საწიროდ თვლიდნენ. მისი განმარტებით, ნიკა მელიას ადვოკატების დასწრება საზოგადოებისთვის უფრო ნათელს და გასაგებს გახდიდა, რომ სადღაც ჩაკეტილი ერთი პარტია არ იხილავს ადამიანის პატიმრობის საკითხს:

„როდესაც ადამიანის პრაქტიკულად პატიმრობის საკითხი იხილება, ჩვენ თუ მოვუხსნით იმუნიტეტს და თქვენც განზრახული გაქვთ ეს, ადამიანი აღმოჩნდება ციხეში და სულ ცოტა, მის წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ იმის საშუალება, რომ ის არგუმენტები გაეჟღერებინათ, რასაც თვლიდნენ საჭიროდ და ამით არაფერი დრამატული პროცედურული დარღვევა არ იქნებოდა, რომლიც ამ პროცესს ხელს შეუშლიდა. მე მგონი, პირიქით, უფრო გასაგებს გახდიდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სადღაც ჩაკეტილი არ იხილავს ერთი პარტია ადამიანის პატიმრობის ამბავს,“- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა