თეგებით ძიება

"სამარცხვინოა, რომ ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს! შეეშინდათ რეალური კითხვების"- უდუმაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზალიკო უდუმაშვილის შეფასებით, სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ დღეს კომიტეტის სხდომაზე მელიას ადვოკატები არ შეუშვეს.

"დღეს საქართველოს პარლამენტი, უფრო სწორედ “ქართული ოცნება”, კიდევ ერთ სამარცხვინო ფურცელს ჩაიწერს თავის ისტორიაში ისე როგორც ეს მოხდა, როდესაც პირველად შეუწყვიტეს ნიკა მელიას იმუნიტეტი და საქმე გადასცეს სასამართლოს. დღეს ანალოგიურად აპირებენ, რომ მეორე წრეზე წავიდნენ და მეორედ ჩაატარონ სამარცხვინო აქტი.
სამარცხვინოა, რომ დღეს არ შეუშვეს საერთოდ ადვოკატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რათა მოესმინათ სამართლებლივი არგუმენტები თუ რატომ არის ზოგადად ეს საქმე აბსორდული. შეეშინდათ რეალური კითხვების.
ასე რომ ეს ყველაფერი დასრულდება, დასრულდება თან ძალიან მალე, იმიტომ რომ ნიკა მელია და ზოგადად ჩვენ ყველანი ვდგევართ ისტორიის ნათელ მხარეს და სამართალი ყოველთვის გაიმარჯვებს."- აცხადებს უდუმაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა