თეგებით ძიება

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი იყო.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კენჭისყრამდე დეპუტატებმა პროკურორ ამირან გულუაშვილს მოუსმინეს და ბრალდების მხარის არგუმენტებს გაეცნენ.

საკითხი განსახილველად უკვე პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა